იზრდება თუ არა უთანასწორობა და როგორ შეგვიძლია ამის გამოსწორება

რიჩარდ პარტინგტონი

მარიამ პაიჭაძის თარგმანი

შემოსავლების უთანასწორობა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 1970-იანი წლებიდან მკვეთრად გაიზარდა და პოლიტიკის მზარდი პოლარიზაციის მიზეზად სახელდება.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში არსებული ეკონომიკური ზრდის შედეგად, რომელიც 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ წყვეტილად გაგრძელდა, წარმოშობილ სიმდიდრეს თავისი მოგებულები და წაგებულები ჰყავდა.

ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი სერ ანგუს დიტონი, რომელიც ფისკალური კვლევების წამყვან ინსტიტუტთან ერთად უთანასწორობის ხუთწლიან მიმოხილვას ხელმძღვანელობს, აღნიშნავს: „სულ უფრო ნათელი ხდება, რომ თანამედროვე კაპიტალიზმი ყველასთვის არ მუშაობს. მიიჩნევა, რომ ლონდონი ყველაფერს შთანთქავს და ასევე, არსებობენ ქალაქები, რომლებშიც ყველაფერი ნორმალურადაა, თუმცა ქვეყნის დიდი ნაწილისთვის ეს ასე არ არის.“

მიზეზები მრავლადაა, მათ შორის, ფისკალური პოლიტიკა, გლობალიზაცია, დერეგულაცია, განათლება, პროფკავშირების დასუსტება და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა.

რა ხდება გლობალურად?

XIX და XX საუკუნეებში ქვეყნებს შორის უთანასწორობა მკვეთრად გაიზარდა, რადგან მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა საგრძნობლად გაუსწრეს წინ ღარიბ ქვეყნებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ამის დაბალანსების ნიშნები მხოლოდ ახლო წარსულში ჩნდება ჩინეთსა და ინდოეთში სწრაფი ეკონომიკური ზრდის სახით.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ქვეყნად ითვლება, მაგრამ მაინც უფრო თანასწორია, ვიდრე აშშ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე უთანასწორო მდიდარი ქვეყანა. ერთი-ერთი სარეიტინგო სისტემის მიხედვით (ჯინის კოეფიციენტი), მსოფლიოში ყველაზე უთანასწორო ქვეყანა სამხრეთ აფრიკაა. უთანასწორობის ყველაზე დაბალი დონე კი სკანდინავიის ქვეყნებში გვხვდება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყველაზე ნაკლებად უთანასწორო ქვეყანა უკრაინაა.

მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა უთანასწორობის საკითხებში, ბრანკო მილანოვიჩმა, დაასკვნა რომ გლობალიზაციის ზრდამ, მოწინავე ქვეყნებში უთანასწორობის ზრდას შეუწყო ხელი. ამ სიტუაციიდან მოგებული კი, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ია.

როგორ ვზომავთ უთანასწორობას?

უთანასწორობის მთავარი და ყველაზე გავრცელებული საზომი ჯინის კოეფიციენტია, რომელიც ასევე ჯინის ინდექსის სახელით არის ცნობილი. სახელწოდება იტალიელი სტატისტიკოსის, კორადო ჯინის სახელს უკავშირდება, რომელმაც ეს მეთოდი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიმუშავა ქვეყნის შემოსავლის ან სიმდიდრის განაწილების გასაზომად, ინდექსის ქულა მერყეობს 0-დან 100-მდე. 0 ქულა აღნიშნავს სრულ თანასწორობას, ხოლო 100 წარმოადგენს სრულ უთანასწორობას, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი ფლობს.

სხვა მეთოდები?

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ჯინის ინდექსს შეიძლება შეცდომაში შევყავდეთ და აბუნდოვანებდეს უთანასწორობის ნამდვილ სურათს. რობერტ ჯოისის, IFS-ის დირექტორის მოადგილის აზრით, „ჯინის ინდექსი ნიღბავს იმ ფაქტს, რომ ყველაზე მდიდარი 1% სულ უფრო და უფრო შორდება დანარჩენ ხალხს.“

IFS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უმდიდრესი ოჯახების 1%-ზე მოსული შემოსავლის წილი, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში თითქმის სამჯერ გაიზარდა – 1970-იანი წლების ბოლოს არსებული 3%-დან, დაახლოებით 8%-მდე.

2017 წელს FTSE 100-ში[1], აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ანაზღაურება 145-ჯერ აღემატებოდა საშუალო მშრომელის ანაზღაურებას, 1998 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 47-ჯერ მეტი იყო. ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე მშრომელი ოჯახები ინფლაციის შემდეგ ცოტა მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე 1990-იანი წლების შუა პერიოდში.

უთანასწორობის გავლენის შესახებ არსებული ერთ-ერთი ანალოგია შემდეგნაირია: როცა ავტომაგისტრალზე მოძრაობა ჩერდება, ადამიანები ხშირად ბრაზობენ, თუ მათ გვერდით ზოლში მყოფი ტრანსპორტი წინ მიიწევს და მათ საცობში ტოვებს. როგორც ჩანს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მსგავსი განცდა სულ უფრო ნაცნობი გახდა, ვინაიდან ეკონომიკური ზრდა უმრავლესობის მაგივრად, მხოლოდ უმცირესობის ცხოვრების ხარისხზე აისახა.

არსებობს თუ არა სხვა სახის უთანასწორობები?

უმეტესწილად, უთანასწორობაზე მსჯელობისას, შემოსავალსა თუ სიმდიდრეს ვგულისხმობთ. თუმცა, განსხვავება ცხოვრების მატერიალური სტანდარტების მიღმაც არსებობს, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ჯანმრთელობა, განათლება და სოციალური მობილობა, ასევე სქესობრივ, რასობრივ, ასაკობრივ, გეოგრაფიულ და სოციალურ ჯგუფებს შორის.

დიტონი მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პოლიტიკის ცვლილებამ, რაც საუნივერსიტეტო განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასაც მოიაზრებს, შეიძლება გავლენა უთანასწორობაზეც მოახდინოს.

„ჩვენ ვიღებთ ელიტას, რომელსაც მიაჩნია რომ ყველაფერს თავად მიაღწია და თავისი პოზიცია დაიმსახურა, მეორე მხრივ კი, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს და თავს გარიყულად გრძნობენ. თავდაპირველად ისინი მიიჩნევენ რომ სისტემა მიკერძოებულია, რაც გონივრული აზრია, შემდეგ კი, ნაწილობრივ, საკუთარ თავს ადანაშაულებენ“, ამბობს ის.

„ჩვენ შევქმენით ერთგვარი მერიტოკრატული არისტოკრატია და ადამიანები, რომლებმაც მასში საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს, გამწარებულები არიან.“

რა არის უთანასწორობის შედეგი?

მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკის მქონე სისტემაში უთანასწორობის გარკვეული ხარისხი შეიძლება გარდაუვალი იყოს, ექსტრემალური დაყოფის შედეგები გრძელვადიანია. მაგალითად, უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგია დიდ ბრიტანეთსა და განვითარებული მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბოლო წლებში პოლიტიკის თვალსაჩინო პოლარიზაცია და პოპულიზმის ზრდა.

ბრექსიტი დიდ ბრიტანეთში და დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ში, ისევე როგორც პოლიტიკური სპექტრის ორივე მხრიდან რადიკალური პოლიტიკური მოძრაობების მზარდი მხარდაჭერა ევროპაში, უთანასწორობის ზრდასთანაა დაკავშირებული.

მემარცხენე კვლევითი ინსტიტუტის, Democracy Collaborative-ის, თანადამფუძნებელი ტომ ჰოვარდი, ამბობს, რომ სამი ადამიანი – ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი და უორენ ბაფეტი – ფლობენ უფრო მეტ სიმდიდრეს, ვიდრე საშუალო შემოსავლის მქონე 160 მილიონი ადამიანი აშშ-ში.

„ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური სამართლიანობის საკითხი, არამედ ეს ეხება დემოკრატიასაც. როგორ შეიძლება დემოკრატიული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, როდესაც სიმდიდრის ფლობის მაგალითები საერთოდ არ ასახავს დემოკრატიის შინაარსს? ეს უდიდესი საფრთხეა,“ – ამბობს ის.

პოლიტიკური გახლეჩილობის გარდა, უთანასწორობის ზრდამ შეიძლება უარყოფითი ეკონომიკური შედეგებიც გამოიწვიოს. არსებულ მოცემულობაში, რომელშიც მილიონობით ადამიანს თავისი პოტენციალის ათვისებაში წვლილის შეტანის საშუალება არ ეძლევა, ეკონომიკამ შეიძლება სული დაღაფოს.

როგორ გამოვასწოროთ უთანასწორობის საკითხი?

სრული თანასწორობის მიღწევა შესაძლოა შეუძლებელი იყოს. ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად თანასწორი საზოგადოება შეიძლება არასასურველი იყოს და ამტკიცებს, რომ ჰომოგენურ სამყაროს მრავალფეროვნება და დინამიკურობა აკლია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის აღწევს თუ არა უთანასწორობა შემაშფოთებელ მასშტაბებს, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, რათა თავიდან ავიცილოთ უკიდურესობების წარმოშობა.

გასული ოთხი ათწლეულის გაბატონებული ლოგიკა ამტკიცებდა, რომ აქტიური ეკონომიკური ზრდა უთანასწორობის ყველაზე ეფექტური ანტიდოტია. ნამცხვრის ზომის გაზრდა ხომ იმას ნიშნავს, რომ ყველას უფრო დიდი ნაჭერი შეხვდება. პეტერ მანდელსონი, ლორდთა პალატის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, ცნობილია თავისი ციტატით 1990-იანი წლებიდან, რომ ის მშვიდად უყურებს ადამიანების ბინძური გზებით გამდიდრებას, სანამ ისინი გადასახადებს იხდიან“.

უთანასწორობის დაძლევის გზების შესახებ არსებული მოსაზრებები შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რა შეხედულება არსებობს შრომაზე და როგორ ფასდება ის. იმსახურებს თუ არა მძიმე შრომა უფრო მაღალ ანაზღაურებას? საბანკო საქმე უფრო ღირებულია, ვიდრე საექთნო? არის თუ არა ფინანსური წახალისება საუკეთესო გზა ადამიანებისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად?

აქამდე, მთავრობებისთვის უთანასწორობის დაძლევის მთავარი იარაღი გადასახადები და ხარჯვის საშუალებები იყო. პროგრესული გადასახადები და კეთილდღეობის გადაცემა არის საკვანძო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთადერთი გზა საზოგადოებაში შემოსავლისა და სიმდიდრის უსამართლო გადანაწილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ზოგიერთი ეკონომისტი და პოლიტიკოსი საუბრობს უნივერსალურ საბაზისო შემოსავალზე (UBI), რათა სიღარიბის თავიდან ასაცილებლად, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა არსებობდეს. თუმცა ასეთი სქემა შეიძლება ძვირი აღმოჩნდეს, მაშინ როდესაც ზოგი ამტკიცებს, რომ საჭიროებების გათვალისწინებით მიზნობრივი ხარჯვა უფრო მეტად ეფექტური იქნება. ასევე არსებობს მოწოდებები, ამის მაგიერ, გაუმჯობესდეს განათლებისა და სერვისების დაფინანსება.

ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი, საერთაშორისო ექსპერტი უთანასწორობის საკითხებში, მოითხოვდა სიმდიდრის საერთაშორისო გადასახადის დაწესებას, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია გამოვიდა შემოთავაზებით გაეზარდათ გადასახადები მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე, რათა შეცვლილიყო სიმდიდრის უკიდურესი კონცენტრაცია.

სიმდიდრისა და მემკვიდრეობის გადასახადები პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებია და ხშირად ადამიანები კანონმდებლობებში არსებული ხარვეზებით სარგებლობენ. ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება მზარდად გლობალიზებულ სამყაროში, სადაც კაპიტალი შეიძლება საზღვრებს მიღმა, „გადასახადების გადამხდელთა თავშესაფრებში“[2] გაედინებოდეს. სიმდიდრის გადასახადების ხსენებას ხშირად მივყავართ გაფრთხილებამდე, რომ ეკონომიკამ შეიძლება დაკარგოს ინვესტიციები მდიდრებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ გაქცევით იმუქრებიან.

ერთ-ერთი ცნობილი ალტერნატივა, რომელსაც ედ მილიბენდი გვთავაზობდა, არის წინასწარი განაწილების იდეა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკის გაძლიერებას ნაკლები უთანასწორობის საწარმოებლად. ჯანმრთელობასა და განათლებაზე უფრო დიდმა დანახარჯებმა შეიძლება შეამციროს თაობებს შორის შემოსავლების უთანასწორობა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდოს პროდუქტიულობის დონე, დასაქმება და შემოსავლები.

ზოგიერთი ეკონომისტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მზარდმა დემოკრატიულმა საკუთრების უფლებამ, მეტი სამუშაო ძალის დაქირავებასა და პოზიტიური დისკრიმინაციის კამპანიებთან ერთად, შეიძლება ხელი შეუშალოს უთანასწორობის ზრდას. ლეიბორისტები მოითხოვენ საზიარო საკუთრების ფონდების შექმნას, რომლებიც საშუალებას მისცემენ მუშებს წვდომა ჰქონდეთ ლონდონის საფონდო ბირჟის კომპანიების დაახლოებით 10%-ზე, რაც მათ უფრო დიდ შანსს მისცემს ჩართულები იყვნენ კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღებასა და კომპანიის მოგებაში დივიდენდების მეშვეობით.

მთავრობამ კომპანიებს დააკისრა ვალდებულება შეატყობინონ გენდერული სახელფასო სხვაობის შესახებ და განსახილველად წამოაყენა იდეა სავალდებულო იყოს ასევე ეთნიკური ნიშნით სახელფასო სხვაობის შესახებ ინფორმაციის გაცემა, იმ იმედით, რომ საკითხების მიმართ მეტი ინფორმირებულობა კომპანიებს მათ გადაჭრასაც აიძულებს. ზოგიერთი ქვეყანა უფრო შორსაც წავიდა და კომპანიებს აკისრებს ვალდებულებას დასაქმებულთა ანაზღაურების დონე გამოაქვეყნონ.

სქოლიო

[1] Financial Times-ის საფონდო ბირჟის აქციათა ინდექსი (100);

[2] შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნები. აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნება ქვეყნები, სადაც მცირე ან ნულოვანი განაკვეთის გადასახადებია. შესაბამისად კომპანიები სარგებლობენ აღნიშნული ტიპის ქვეყნებით გადასახადის თავიდან ასარიდებლად. ეგთო-ს მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებს ახასიათებთ შემდეგი: მცირე განაკვეთის გადასახადის ან გადასახადების არქონა, ინფორმაციის გაცვლის ეფეტური მექანიზმების არ ქონა, ინფორმაციის გაუმჭვირვალობა.

ტექსტის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

გაზიარება